შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,დილა გორმა" ქუთაისის ,,ტორპედოში" გადასულ ნოდარ ქავთარაძესთან დავა მორიგებით დაასრულა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
გორის ,,დილას" ადმინისტრაციასა და ფეხბურთელ ნოდარ ქავთარაძეს შორის დაწყებული სამართლებრივი დავა მორიგებით დასრულდა. ამის შესახებ qartli.ge-ს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯიბუტმა განუცხადა. მისი თქმით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მორიგება გუშინ შედგა. ნოდარ ქავთარაძე ,,დილასგან" ერთი თვის ანაზღაურებას (დაახლოებით 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხას) ითხოვდა. ქავთარაძე ერთი წლის განმავლობაში გორის ,,დილაში" თამაშობდა და შემტევი ნახევარმცველის პოზიცია ეკავა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია