შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში ძლიერი ქარისგან მიყენებულმა ზარალმა 150 000 ლარს მიაღწია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, პატარძეულსა და და ხაშმში ძლიერი ქარისგან მიყენებულმა ზარალმა 150 000 ლარი შეადგინა.

როგორც “კახეთის ხმას” მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ სოფლებში სტიქიამ 16 საცხოვრებელი სახლი სახურავი დააზიანა. მისივე ინფორმაციით, მერია დაზარალებულების დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს, თუმცა დახმარებისთვის მთავრობასაც მიმართავენ.

„მერიის სპეციალურმა კომისიამ უკვე დაასრულა სტიქიისგან მიყენებული ზარალის 150 ათას ლარს შეადგენს. დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი არ არის საკმარისი, თუმცა დახმარებას მთავრობასაც ვთხოვთ, საქმის კურსშია გუბერნიაც. სავარაუდოდ, ორი კვირაა საჭირო, შევჯერდეთ რა ფორმით და როგორ დავეხმარებით დაზარალებულებს” – განაცხადა ალექსი გილაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ძლიერმა ქალმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ 16 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა და ამავე დროს სოფელ იორმუღანლოში, ქარსაცავ ზოლში მდებარე ალვის ხეები წააქცია, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია