შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2019

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ნორვეგიის წარმომადგენლობასთან ერთად რეგიონებში პირველადი დახმარების სასწავლო კურსს მართავს. 
წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის გუნდმა დღეს სამუშაო შეხვედრა ოზურგეთში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართა. 
შეხვედრის მიზანია მომდევნო სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად (კატასტროფების მართვა, ჯანდაცვა და სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარება, სხვ.) და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. 
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ნორვეგიის წითელი ჯვრის დელეგაციას თანამეგობრობის პროგრამის ფარგლებში 18-დან 24 თებერვლამდე მასპინძლობს. 
შეხვედრას გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია