ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგლები შემოესია.
სხვადასხვა სოფელში მტაცებლების მიერ საქონლისა და თხების შეჭმისა და დაგლეჯვის შემთხვევების შესახებ "გურიის მოამბეს" არა ერთი წერილი მოუმზადებია.
გუშინ რედაქციას კიდევ ერთმა, სოფელ სილაურში მცხოვრებმა ბაქარ ჩხარტიშვილმა მომართა, რომელმაც იმის ამსახველი ვიდეო მასალა მოგვაწოდა, როგორ არის ერთ-ერთი ადგილობრივის ხბო მგლების მიერ დაგლეჯილი.