შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ პრეზენტაცია ახალციხეში, დღეს, 21 თებერვალს გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა მათთან მუშაობის საჭიროებასა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. ცენტრის მომსახურება შეიძლება მიიღოს ნულიდან 16 წლამდე ასაკის პირმა, რომელსაც უჭირს საბავშვო ბაღში, ან სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობა, სწავლის პროცესში ჩართვა და სასწავლო პროგრამის დაძლევა. გარდა ამისა, ცენტრი მუშაობს მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომისთვის. ბავშვებსა და მოზარდებთან ცენტრში ლოგოპედი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, სპეც–პედაგოგი და ფსიქოლოგი მუშაობენ. გარდა ამისა, ტარდება არტ–თერაპიის სეანსებიც. ამ დროისათვის, ცენტრში ათი ბენეფიციარია დარეგისტრირებული, ისინი ინდივიდუალურ სეანსებს მშობლებთან ერთად გადიან. როგორც ცენტრის დამფუძნებელმა და მენეჯერმა ელისო თათეშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისინი ამ მიმართულების მომუშავე ორგანოებთან თანამშრომლობას გეგმავენ: „მუშაობა 2018 წლის ნოემბრიდან დავიწყეთ, თუმცა ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თავი, რადგან ვართ თანამშრომლობისთვის ღია და გვინდა, რომ ვითანამშრომლოთ ბაღების, სკოლებისა და ინკლუზიური განათლების პედაგოგებთან, რათა ყველა ჩვენგანმა თანასწორი კონსულტაცია გავუწიოთ ამ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემა და სჭირდებათ თანადგომა“.ბავშვთა და მოზარდთა განვითრების ცენტრში მომსახურება უფასოა. აქ სპეციალისტები ბავშვებთან ყოველ დღე ინდივიდუალურად მუშაობენ. პარასკევსა და შაბათს კი ჯგუფური სეანსები ტარდება. „სამომავლოდ, გვსურს აქტიურად ვიმუშაოთ მშობელთა ჯგუფურ სეანსებზეც. რადგან მათ სჭირდებათ ერთმანეთთან საუბარი საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ გამოცდილებაზე. ასევე იგეგმება სუპერვიზიები, ჩვენი სპეციალისტებისა და სკოლისა თუ ბაღის სპეცპედაგოგებთან და პედაგოგებთან. რაც სწორი დიაგნოსიტირებისა და რეაბილიტაციის საშუალებას მოგვცემს“, – განმარტა ელისო თათეშვილმა. ამავე თემაზე ნახეთ მასალა – მშობლები მშობლებისთვის. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია