შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი მიმალვის გამო ისევ დააპატიმრეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
რამდენიმე კვირის განმავლობაში თარჯიმანი სასამართლო სხდომებზე არ ცხადდებოდა და იმალებოდა. „გამოძიებასთან ერთად აღარც მე მეკონტაქტებოდა, გირაო ჰქონდა შეფარდებული და ყოველ ორშაბათს აღრიცხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა არც ამას აკეთებდა, ამიტომ შეეცვალა გირო პატიმრობით. ძებნის შემდეგ იგი იანვარში, თბილისში დააკავეს“, – ამბობს თარჯიმანის უკვე ყოფილი ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.მისივე თქმით, მას ბრალდებულმა საქმეზე აცილება მისცა. რა გახდა ამის მიზეზი ადვოკატი არ საუბრობს. მას შემდეგ, რაც საქმეს ხითარიშვილი ჩამოსცილდა, თარჯიმანს სასამართოში იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს: „არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მოწმეები იკითხება, შემდეგი სასამართლო სხდომა მარტში იქნება“. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული ი.კ. ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ახალციხეში დააკავა: "გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს, 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა".გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებამდე, ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი, სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობდა,რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის, ორივე საქმე გაერთიანებულია და სასამართლოში ერთად იხილება. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია