კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბებია, რომელზეც შვილიშვილმა სავარაუდოდ სექსუალურად იძალადა, გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მაისი 2023

77 წლის ქალი, რომელზე სექსუალურ ძალადობაშიც შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა.

კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში ამბობენ, რომ ქალი მომხდარ ფაქტს განიცდიდა და ნერვიულობდა. ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომლებიც გარდაცვალების მიზეზებს სწავლობენ.

შეგახსენებთ, 77 წლის ქალზე, სხვა სახის სექსუალური ძალადობისათვის 26 წლის, წარსულში ორჯერ ნასამართლევი შვილიშვილია დაპატიმრებული. გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიაზე სექსუალურად ძალადობდა და მას სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138- და 143- ე მუხლებით აქვს წაყენებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია