ქუთაისის „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველა მოტივირებულები ვიქნებით, - ამის შესახებ გუნდის ახალმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ განაცხადა ის "ტორპედომ" პორტუგალიური "ნასიონალიდან" დაიმატა.
ტორპედო შეკრებაზე თურქეთში იმყოფება.
„შეკრება კარგად მიდის, გეგმას მივყვებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ვემზადებით ახალი სეზონისთვის. გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, ვიდრე გასულ სეზონში.
გუნდში ძალიან კარგი ვითარებაა, ფსიქოლოგიურად ყველა მზადაა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ სეზონის ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიოთ – ისეთს, როგორიც ჩვენ და ქუთაისელ გულშემატკივრებს გაგვიხარდება.
ქუთაისის „ტორპედო“ წელს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, რომელსაც ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. ევროტურნირია და ყველა მოტივირებულები ვიქნებით“, – თქვა გიორგი არაბიძემ.