გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძალიან პრობლემურ სისტემაშიც კი შესაძლებელია, ინდივიდები ბრწყინავდნენ!" -მურღულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019

„ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა გლობალურ კონკურსში, რომელშიც მთელი მსოფლიოს 40 000 პედაგოგი მონაწილეობდა, საუკეთესო ათეულში მოხვდა. ეს არის მართლაც დიდი წარმატება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ძალიან პრობლემურ სისტემაშიც კი შესაძლებელია, ინდივიდები საკუთარი მონდომებით, საქმის ერთგულებით, კომპეტენციითა და მუდმივი განვითარებით ბრწყინავდნენ. ბრავო, ლადო! ამ კონკურსში გამარჯვებისთვისაც მიგეღწიოს!

მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ასეთი გამორჩეული მასწავლებელი კიდევ არაერთი გვყავს. ისინი ყოველდღე დადიან სკოლებში და ჩუმად, უპრეტენზიოდ აკეთებენ განუმეორებელ საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გამარჯვებებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

საქართველომ კიდევ უფრო (და გაცილებით!) მეტად უნდა გაიაზროს და დააფასოს მათი გარჯა – ეს ეხება როგორც მთავრობას, ისე საზოგადოებას.

კარგ და გამორჩეულ მასწავლებელთა სკოლებში მოღვაწეობა (აქ ეს სიტყვა სრულად გამართლებულია, განსხვავებით სხვა ათასი გაუგებარი კონტექსტისგან) მუდმივი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს – ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ უზრუნველყოფენ ნამდვილი პედაგოგები ინდივიდთა და საზოგადოების განვითარებას.

კარგი და თვალსაჩინო შედეგები, წარმატებები და გამარჯვებები ყოველთვის სასიამოვნო და დიდხანს დასამახსოვრებელია. არც ის ადამიანები უნდა დავივიწყოთ, თავიანთი ცხოვრებით, კომპეტენციითა და პასუხისმგებლობით ამ გამარჯვებებს რომ ქმნიან.

ბევრი ლადო საქართველოს!“, - წერს პედაგოგი გია მურღულია.

ლადო აფხაზავა მასწავლებლოს გლობალური ჯილდო 2019-ის ფინალურ ათეულში მოხვდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია