კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხანძარის შედეგად სოფელ ზემო ალვანში 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ხანძრის შედეგად 71 წლის მამაკაცის სიცოცხლე გარდაიცვალა. ის სოფელში მდებარე სასურსათო მაღაზიაში დარაჯად მუშაობდა. წინასწარ ინფორმაციით, მამაკაცი გამათბობელზე დაეცა და ცეცხლი მოეკიდა, შემდეგ ხანძარი შენობის ნაწილზეც გავრცელდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამე მოხდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. როგორც
“knews.ge”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია