შიდა ქართლი
,,გორმედის პედიატრიული განყოფილების უფროსი ეხმაურება 4 წლის ბავშვის დაღუპვის ამბავს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 მაისი 2023
პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტი
კლინიკაში 17 მაისს, ღამით შეიყვანეს. პედიატრის თქმით, შეთავაზებული
იყო მკურნალობის სქემა, საჭირო იყო მისი სტაციონარში მოთავსება, რაზეც
მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა.
"პაციენტი, 4 წლის კლინიკაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის სამ
საათსა და 50 წუთზე. მორიგე ექიმის მიერ, ვერიფიცირებულ იქნა
ჩუტყვავილას დიაგნოზი, პაციენტზე შეთავაზებული იყო მკურნალობის
გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება
სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი და
თვითნებურად დატოვეს კლინიკა" ამბობს ლია ლაზარაძე, "იავნანას"
პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, კლინიკას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს და
ოქმის შედგენაც შეუძლია.
დაღუპული ბავშვის ოჯახი კი ამბობს, რომ დედაქალაქში მცირეწლოვნის
გადაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივმა
ექიმებმა გულგრილობა გამოიჩინეს და სამედიცინო დახმარების გაწევა
გააჭიანურეს.