შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაშლილი "ოცნება" და ახალი "ბიძინისტური ერთობა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ეს პროცესი არის ახალი ანკესი საზოგადოებისთვის, რომელიც მიზნად ისახავ ახალ პარლამენტში ახალი „ბიძინისტური“ ერთობის შექმნას.

„ახალი ანკესი საზოგადოებისათვის ანუ დესანტი ოპოზიციაში.

როგორც ჩანს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, შუშის სასახლის ბატონმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა. თავის დესანტის გადასხმა ოპოზიციაში, ანუ დაიწყო მარიონეტების სხვადასხვა მიმართულებით გაშლა;

ბიძინისტი "სამართლიანობისათვის მებრძოლები",

ბიძინისტი "სოციალური საკითხებისათვის მებრძოლები",

ბიძინისტი "ღირსებისათვის მებრძოლები" და ა.შ.

თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მომავალ პარლამენტში მოსახვედრად 3%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, (ფულსაც და ადმინისტრაციულ რესურსაც მიახმარს) ადვილად შესაძლებელია ოპოზიციის ნიღბით რამდენიმე პარტია მივიღოთ პარლამენტში, რომლებიც საბოლოო ჯამში დიდ ბიძინისტურ ერთობას შექმნიან.“ - წერს გიორგი გუგავა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია