შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგონათა ანსამბლი "სამშვენისი" კონკურს - "OPUS 2019" გამარჯვებულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2019

საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურში "OPUS 2019" ჩვენი ცენტრის მგალობელ-მომღერალ გოგონათა ანსამბლმა "სამშვენისი" მიიღო მონაწილეობა. გოგონებმა კონკურსში ორი სიმღერა: სვანური "კასლეთილა" და გურული "თხამ ვენახი" შეასრულეს და 14 -18 წლამდე ასაკის ჯგუფების კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვეს. ანსამბლი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. აჭარაში, ციხისძირში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდნენ ბავშვები ლიეტუვადან, ოზურგეთიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან - სულ 22 მონაწილე იყო. გოგონათა ანსამბლი "სამშვენისი" მაია გელაშვილის ხელმძღვანელობით 2018 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და უკვე ბევრ წარმატებას ითვლის. ანსამბლ "სამშვენისის" წევრები არიან: სალომე ჭანიშვილი, მარიამ ხანთაძე, ია ანღულაძე, მარიამ შუბლაძე, მარიამ მოისწრაფიშვილი, ქეთი ცოცხალაიშვილი, ქრისტინე ხუხუნაიშვილი, ანი თუმანიანი, ანასტასია კვირჩილაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია