ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ა, ბატონო, გამოჩნდა პირველი მერცხალი, თან ჟურნალისტი ყოფილა – ილია მარტყოფლიშვილი, რომელიც კითხულობს, ლადო აფხაზავაზე უკეთესი პედაგოგები არ გვყავსო? უსათუოდ გვეყოლება, ბატონო ილია, ასეთებიც, ისეთებიც, უკეთესებიც, უარესებიც, მაგრამ თქვენ რა გაინტერესებთ, რაო, რისი გაგება გინდათ ან საით აკაკუნებთ? „...დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო“ – ვაგრძელებთ? მე კი მეგონა, მსოფლიო ათეულში ქართველი მასწავლებლის დასახელება საქართველოში ყველას ერთნაირად გაუხარდებოდა...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.