ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალმა პრესკონფერენცია გამართა. კლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდასა და არსებული დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
ამასთან, არასათანადო პირობებსა და სამუშაო საათების შემცირებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, საათების შემცირების გამო მინიმალურ ხელფასზე უწევთ მუშაობა და არსებულ ხელფასსაც დაგვიანებით იღებენ.
კლინიკის მოთხოვნები დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა გააჟღერა, მათი ინფორმაციით, მედპერსონალი სამართლებრივ დავას გეგმავს.