შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა — ფოფხაძე ოცნების დატოვებაზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019
მისივე თქმით, ოფიციალური განცხადებით პარტიას და ფრაქციას მან პარასკევს, 22 თებერვალს მიმართა.როგორც ფოფხაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.გადაწყვეტილება ფოფხაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.ფოფხაძემდე პარტია დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. გოგიჩაიშვილის და ბესელიას შემთხვევაში მიზეზი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი იყო. ნაცვლიშვილმა კი პარტია მისი ინიცირებული საპენსიო რეფორმის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია