შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართველი ხალხისთვის "ნაციონალების" მეთაურობით მოწყობილი რევოლუცია მიუღებელია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2019

პოლიტოლოგ  რამაზ საყვარელიძის აზრით ქვეყანაში, საპროტესტო აქციების მასშტაბი და სიხშირე იმის ფიქრის საფუძველს არ იძლევა, რომ საზოგადოებას რევოლუცია სურს.

ის გამორიცხავს იმასაც, რომ ხალხი ამ გზით "ნაციონალურ მოძრაობას" გაყვეს: 

არჩევნები სწორედ იმისთვის მოიგონეს, რომ ხელისუფლების ბედი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს.

„ისიც მნიშვნელოვანია რევოლუციის ბარიკადებზე ვინ დგება, საზოგადოება რევოლუციამდე ვის მიჰყავს. ხალხში, „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დაბალია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც აისახა. ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ქართველი მოსახლეობისთვის, ზოგადად, რევოლუცია და, მითუმეტეს, „ნაციონალების" მეთაურობით მოწყობილი, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ გადატრიალების მცდელობა უშედეგო იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია