საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "დიდი გაღარიბების" შემდეგ ძალების აღდგენა დაიწყო და იგი ამ დღეებში 300 მილიონი დოლარით გამდიდრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Forbes-ის ავრცელებს.
გამოცემის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილი ამ დროისთვის 4.9 მილიარდ დოლარს ფლობს.
4 თებერვლის მონაცემებით კი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ბოლო რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება 300 მილიონი დოლარით ნაკლები იყო და 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ Forbes-მა 2018 წლის მარტის შემდეგ, ივანიშვილის ქონების მონაცემები პირველად დააკორექტირა და ქართველმა მილიარდერმა რეიტინგში 456-ე ადგილიდან 373-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო. მაშინ ქართველი მილიარდერის ქონება 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
2020news.ge