დღეს, 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 98 წელი სრულდება. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.
წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
ქვეყანაში წითელი არმიის შემოჭრას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება ოზურგეთელი პედაგოგი, ირმა გორდელაძე:
1991 წლის,31 მარტი. ერი,რომელიც არ იბრძვის თავისუფლებისათვის, განწირულია გადაშენებისთვის. ჩვენ, დღემდე მოვედით თავისუფლების სურვილით. სისხლით და ოფლით ვრწყავდით სამშობლოს მარადიულ ხეს. ხვალ, როგორც ყოველთვის ამ დღეს, მე ჩემს მოსწავლეებს ჩავუტარებ თავისუფალ გაკვეთილს-თავისუფლებასა და სამშობლოს სიყვარულზე. მოვუყვები გმირებზე .ვეტყვი მათ, რომ თავისუფლების გარეშე ბედნიერება არ არსებობს. თავისუფლება იდეალი არ არის. თვითონ თავისუფლება თავისუფლების მოპოვების ერთადერთი გზაა. ხვალ 25 თებერვალია. უნდა გვახსივდეს,ეს არ უნდა განმეორდეს"!.