იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ მარტყოფში სახალხო დღესასწაული ,,აპარნობა" გაიმართა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2023

30 აპრილს, სოფელ მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული ,,აპარნობა" აღინიშნა.

 
ღონისძიება საზეიმოდ ფოლკლორული ანსამბლ "ბეთანიას“ მიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერით“ გაიხსნა, შემდეგ კი საზოგადოების წინაშე ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები ქართული ხალხური მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.
 
სპორტული ღონისძებების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მკლავჭიდში, ცხენოსნობაში და ქართულ ჭიდაობაში, გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
 
აპარნობის სახალხო დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე - მიხეილ გედეხაური, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის - გიორგი შინჯიკაშვილის ინიციატივით, მოქანდაკე გელა სოლომონაშვილის მიერ შესრულებულმა გიორგი სააკაძის ძეგლმა, რომელიც 1625 წელს გამართული მარტყოფის ბრძოლის აღსანიშნავად დგას მარტყოფის ველზე. 
 
 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია