შიდა ქართლი
2-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 ივნისი 2023
2-დღიანი ძებნის შემდეგ ლიახვში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს.
დინებამ ის მდინარე მტკვრისკენ გაიტაცა.
დღეს დილიდან სოფელი თედოწმინდიდან გორამდე, მიმდინარეობდა მდინარე
ლიახვის ზედაპირის დათვალიერება.
სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში
ჩართული იყო 2 მცურავი, დრონით აღჭურვილი საფრენი აპარატი, 15
მეხანძრე-მაშელი და თბილისიდან გამოგზავნილი, განსაკუთრებულ
სიტუაციებზე რეაგირების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 2 მყვინთავი.
დაღუპულია 22 წლის მამაკაცი. როგორც თედოწმინდელები ამბობენ, ბიჭები
მდინარე ლიახვის სანაპიროზე დევნილთა დასახლებიდან მივიდნენ.
თედოწმინდელები იმასაც აღნიშნავენ, რომ არ იყო საბანაო ადგილი, რადგან
მდინარე ადიდებულია და სწრაფი დინება აქვს.