ახმეტის მუნიციპალიტეტში, ოჯახის წევრები და ახლობლები 32 წლის მამაკაცს ეძებენ.
სოფელ მატანში მცხოვრები ზვიო მექუდიშვილი მეათე დღეა სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მამაკაცს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და ოჯახი ვერ უკავშირდება.
მექუდიშვილის მამის ინფორმაციით, მის შვილს სახლში მისთვის უცხო ადამიანი ჰყავდა მიყვანილი და სავარაუდოდ, სოფელი მასთან ერთად დატოვა. ოჯახი ასევე ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის.
ახლობლები ძებნის ოპერაციაში დახმარებას პოლიციას და ადგილობრივებს სთხოვენ. ოფიციალური განცხადებით, სამართალდამცველებს ისინი დღეს მიმართავენ.