ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო ხარაგაულის საკრებულოში. მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დროებით კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ხარაგაულში მძიმე ვითარებაა სოციალური მიმართულებითაც, ადგილობრივი ხელისუფლება კი პირად კომფორტს იწყობს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომაზე განაცხადა, უკვე არსებობს ინფრასტრუქტურის კომისია და ამიტომ ოპონენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა და განაცხადეს, რომ სხდომას არ ჩაატარებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გაგრძელდა.