სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალქალაქში პროფესიულ სასწავლებელს ხსნის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2019
სამხცე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტთან არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებას ახალქალაქში, სასწავლებლის უფუნქციოდ დარჩენილ კორპუსში დაიწყებს. შესაბამის პროგრამებს უნივერსიტეტი ამუშავებს. „ახალქალაქში ერთი კორპუსი გვაქვს რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი, მას რეაბილიტაცია სჭირდება იმისთვის რომ იქ კოლეჯი გავხსნათ. უახლოეს პერიოდში შემოწმდება შენობა და დაიდება ხარჯთაღრიცხვა, ასევე გამოცხადდება ტენდერი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე. შეკითხვაზე, რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს კოლეჯი სასწავლო წლის დაწყებისას, ბერიძე გვპასუხობს: „სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება იმ პროგრამებით, რომლებიც განხორცილდება კოლეჯში და ასევე, იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც არის შრომის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტუდენტების რაოდენობა არაა, მნიშვნელოვანი რეგიონის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებაა“. პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციისა და ინვენტარით აღჭურვისთვის თანხას განათლების სამინისტრო გამოყოფს. „ახალციხელ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს საშაულება აქვთ სხვადასხვა პროფესიას კოლეჯ „ოპიზარში“ დაეუფლნონ, ახალქალაქში კი ამისი საშუალება არ ახალგაზრდებს არ აქვთ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ რეგიონის საჭიროებებზე მორგებული კოლეჯი გაგვეხსნა“, – ამბობს მაკა ბერიძე. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია