სპექტრი
გამოცემის შესახებ
გაზეთი “სპექტრი” 2003 წლიდან გამოიცემა. გაზეთს გამოსცემს შპს „ორიონი-ყალაბეგაშვილი“, რომლის 100 პროცენტიანი წილი მაია ყალაბეგაშვილს ეკუთვნის. გაზეთის მთავარი რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილია, რედაქტორი კი ნატალია ბარბაქაძე.
გამოცემის ტირაჟი 1200 ეგზემპლარია, გვერდების რაოდენობა კი - 8. გაზეთი ყოველი კვირის ოთხშაბათს გამოიცემა და კახეთის რეგიონსა და თბილისში ვრცელდება. „სპექტრის“ ფასი 50 თეთრია.
გაზეთის რუბრიკებია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, განათლება, სამართალი, ჯანდაცვა, შოუ-ბიზნესი, კულტურა, სპორტი, მსოფლიოს ამბები.
მფლობელები:
მაია ყალაბეგაშვილი (100 პროცენტიანი წილი)
მენეჯმენტი:
მთავარი რედაქტორი - მაია ყალაბეგაშვილია, რედაქტორი - ნატალია ბარბაქაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: იოსებ ნონეშვილის გამზირი 4, გურჯაანი 1500
ტელეფონი: (0353) 2 3938, (0353) 26465
ვებ-გვერდი: https://www.speqtri.ge/
ელ. ფოსტა: speqtri2003@yahoo.com