კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილება შევიდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 სექტემბერი 2023

მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, – ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 365 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად.

ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს, ხოლო პირველადი გასვლისას გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მომდევნო გასვლებს შორის სავალდებულო შუალედი არის 30 კალენდარული დღე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია