შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანიდან 2 მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თბილისში გადაიყვნეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მარტი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 2 მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურჯაანის განყოფილების ექიმი ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ერთ პირს ქუთაისის აეროპორტში უცხოელებთან ჰქონდა შეხება, მეორე კი აზერბაიჯანიდან ცოტა ხნის წინ შემოვიდა.

მისივე თქმით, არცერთი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ისინი იზოლაციის წესებს არ იცავდნენ.

,,მათ საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ და რადგან კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთთან ამიტომ გადავიყვანეთ თბილისში. იქ ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევა. 1 პირი საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. არცერთი პირის შესახებ არ გვქონდა ინფორმაცია. ისინი არ იცავდნენ თვითიზოლაციის წესებს”,-განუცხადა knews. Ge-ს მარინა კაპანაძემ.

 

ავტორი: მაკა ხაზიური

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია