შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახლში, რომელიც სოფელ კისისხევში დაიწვა, 5 ადამიანი ცხოვრობდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლის დაწვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „კახეთის ხმას“ კისისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა.

ზურაბ გრძელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი იქნება. მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტ მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ. მე შევხვდი და ვესაუბრე საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზე წავიდა“, – განუცხადა „კახეთის ხმას“ ზურაბ გრძელიშვილმა.

სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი გამთენიისას, დილის ხუთ საათზე დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტენიკა და ნივთები. დამწვარია ოჯახის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსიც.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია