შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკვირაო ბაზრობები მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე ველისციხის და ბოდბისხევის საკვირაო ბაზები დროებით დაკეტილია, თუმცა ბაზრის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტზეა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მათ უკვე გაეგზავნათ რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემდეგ ორივე ობიექტი ფუნქციონირება უახლოეს პერიოდში განაახლებს.

როგორც გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი ამბობს, ხელისუფლების მთავარი მიზანია მოხდეს ამ ტერიტორიებზე მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა შეძლონ მუშაობა. მონიტორინგს ვახორციელებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. ვცდილობთ, დროულად მოგვარდეს ის აუცილებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც ბაზრების გახსნისთვის არსებული რეგულაციების უპირობო შესრულებას გულისხმობს, " - ამბობს ირაკლი შიოშვილი.

რეგიონში არსებულმა ოთხმა აგრარულმა ბაზარმა, თელავში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, რეგულეციების დაკმაყოფილების შემდეგ, მუშაობა სრული დატვირთვით, რამდენიმე კვირის წინ განაახლა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია