კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში სოციალურად დაუცველების დასახმარებლად შექმნილი სივრცე დანაგვიანებულია-ფოტოები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2021

დახმარების განჯინა თელავში, რომელიც 2015 წელს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად შეიქმნა, დღეს დანაგვიანებულია და უფუნქციო.

აღნიშნულ სივრცეში მოსახლეობის მიერ მიტანილი ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საყოფაცხორებო ნივთები ყრია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივის ორგანიზატორები არიან თელავის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

2015 წლიდან ამ განჯინის დადგმის მიზანი შეჭირვებული ადამინაების დახმარება იყო, რომელიც საზოგადოებას იმ ხალხისთვის უნდა გაეღო, ვისაც გარკვეული ნივთის ან საკვების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია