კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არის მნიშვნელოვანი მიგრაციის საკითხზე ტერმინოლოგიის ცოდნა- ბლოგი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2021

მიგრაცია- ზოგადი განმარტებით, არის პირის ან პირთა ჯგუფის საერთაშორისო გადაადგილება საზღვრებს ფარგლებს გარეთ[საერთაშორსო მიგრაცია], ან სახელმწიფოს შიგნით [შიდა მიგრაცია]. მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიანი, ტურისტული მიზნებით მოგზაურობები მიგრაციის კატეგორიაში არ შედის.

მიგრაციის ტიპი დამოკიდებულია მის მიზნებზე, ხასიათზე, ხანგრძლივობაზე და უამრავ სხვა ფაქტორზე, რაც ამ საკითხის კვლევას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითი, თუ როგორ შეუძლია სტეროტიპული წარმოდგენების გავრცელებას უკავშირდება, მიგრაციული თემების გაშუქებას ჟურნალისტების მიერ. კერძოდ, ხშირად გვხვდება მიგრაციული საკითხების ნეგატიურ კონტექსტში წარმოდგენა. მგალითად,იმიგრანტებს ხშირად წარმოაჩენენ როგორც ადამიანებს, ვინც ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ართმევს, ან ჯგუფებს, რომელთაც კრიმინალის მაღალი დონე ახასიათებთ, რაც არ დასტურდება სიღრმისეული კვლევებით. როგორც წესი, იმიგრანტები იმ სამუშაოებზე და ისეთ ხელფასებზე თანხმდებიან, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა უარს აცხადებს, ხოლო იმიგრანტების ჯგუფებში დანაშაულის დონე ხშირად იმაზე დაბალია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. მსგავსი სტერეოტიპი ბევრია და საკმაოდაა გავრცელებული მიმღებ ქვეყნებში, რაც ხშირად ანტი-იმიგრანტულ განწყობებს აღვივებს და რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს ძალადობისკენ.

რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს, მაგალითად: როდესაც საუბარი ადამიანზე, რომელიც დევნას, კონფლიქტებს, სტიქიურ უბედურებას ან ტრამვას გაურბის, მას მხოლოდ მაშინ შეიძლება,ვუწოდოთ ლტოლვილი თუ მას უკვე აქვს მიმღებ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსი მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის“asylum seeker”, ანუ, ლტოლვისი სტატუსის მაძიებელია, თუ მას აქვს უკვე ოფიციალურად გაცხადებული აქვს მიმღებ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მიღების შესახებ.

ხშირად შეხვდებით შემდეგ არასწორ ძირითად ტერმინებს, ესენია: არადოკუმენტირებული/არალეგალური/არარეგულირებადი და პირიქით, რეგულირებადი და ლეგალური მიგრაცია,ბინადრობის ქვეყანა, დიასპორა, ემიგრანტი, ნებაყოფლობითი მიგრაცია, იძულებითი მიგრაცია, დაბრუნებითი მიგრაცია, რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება, იმიგრანტი, იმიგრაცია, ინტეგრაცია, მიგრაციის ფემინიზაცია,ფულადი გზავნილები და ა.შ.

შემდეგ ბლოგპოსტებში შემოგთავაზებთ ამ ტერმინების განმარტებებს და ვისაუბრებთ საქართველოსთვის რა ტიპის მიგრაციის ტიპებია დამახასიათებელი. მიგრანტების უმეტესობამ, თავადაც არ იცის სწორი განმარტება, ამისათვის საჭიროა ყველამ იცოდეს მისი მდგომარეობის შესაფერისი სწორი ტერმინი, რათა თავადაც არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია