კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შესაძლოა, EU-ში სამოგზაუროდ 9 თვეში ერთხელ ვაქცინის გაკეთება დაგჭირდეთ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ნოემბერი 2021

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს შესაძლოა ბუსტერ-დოზით აცრა მოუწიოთ, რომელიც ბოლო 9 თვეში უნდა იყოს გაკეთებული.

კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, ვაქცინის ვალიდურობა 9 თვით განისაზღვროს.

თუ ევროკომისიის რეკომენდაცია მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წლის იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს მოუწევთ ბუსტერის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ბოლო 9 თვეში უნდა იყოს გაკეთებული.

2022 წლის მარტიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხოლოდ აცრილ, გამოჯანმრთელებულ ან გადაუდებელი აუცილებლობის მქონე მოგზაურებს მიიღებენ, როგორებიც არიან მაგალითად, სატვირთო ავტომობილების მძღოლები.

ამჟამად მოქმედი სისტემით ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიას, რომელიც მუდმივად ახლდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია