კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გერმანიაში 20 ქართული კომპანიის ღვინო წარადგინეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ნოემბერი 2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის – „ff.k Public Relations” მიერ იყო ორგანიზებული და მას გერმანიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი სასტუმროების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები.

გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა; ჩატარდა ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია და კონკურსი.

გერმანია ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 655 ათასი ბოთლი; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია