კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის გადაწყვეტილებით რა რეგულაციები დაუწესდებათ ონლაინ- კაზინოებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით ონლაინ- კაზინოებს გარკვეული სახის რეგულაციები დაუწესდებათ.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

,,ჩემი გადაწყვეტილებით, ონლაინ-კაზინოებს დაუწესდებათ შემდეგი რეგულაციები: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია