კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.

აღნიშნული დახმარების ჩათვლით, შეერთებული შტატებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.

ამასთან, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია