კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საერთაშორისო გამოცემა Forbes კახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ავრცელებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2022

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში მათი ორგანიზებით იმოგზაურა.

„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ, მაგრამ საბედნიეროდ, გვიანი არ არის, აზრი შეიცვალოთ, რადგან ქართული ღვინო არის, იქნება და ყოველთვის მოგეცემათ დაგემოვნების შესაძლებლობა.

მხოლოდ 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტირება შეძლო. ქართული ვაზის დაახლოებით 70% კახეთზე მოდის. ამ რეგიონში ყურძნის დაახლოებით 200 ჯიშია. მათ შორისაა: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი.

საქართველოს მეღვინეობის 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ხალხს კახეთში მხოლოდ ღვინო არ იზიდავს. რეგიონი უნიკალური ბუნებით, უძველესი ციხე-სიმაგეეებით, კოშკებით, ალპური ტბებითა და დამალული ჩანჩქერებით გამოირჩევა. კახეთში მსოფლიო კლასის სასტუმროებს იპოვით. აქ არ უნდა გამოტოვოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ადგილობრივები ყველგან ძალიან მეგობრულები არიან. შეგიძლიათ რამდენიმე დღე მდიდარ, ულამაზეს ადგილებში გაატაროთ“, – წერს გამოცემის ჟურნალისტი.

Forbes-ის სტატიაში აღწერილია სიღნაღი, წინანდალი, თელავი. სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, თუ სად შეიძლება დარჩენა და ღვინის დაგემოვნება. სტატიაში აღწერილია საოჯახო მარნები და ადგილობრივი კერძები.

გამოცემა Forbes-ს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე: ვებ-გვედრზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში ყოველთვიურად 150 მილიონი მკითხველი ჰყავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია