კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში მე-17 საერთაშორისო “სააღდგომო ფესტივალი” ჩატარდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2022

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მე-17 საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალს” უმასპინძლა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის წევრები, რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფესტივალის დასკვნით საღამოში მონაწილეობდნენ სიმებიანი ტრიო საფრანგეთიდან – თეონა ხარაძე, არჩილ ხარაძე, ილია ხარაძე და პიანისტი სალომე მოდებაძე.

,,სააღდგომო ფესტივალი” ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თელავში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ფესტივალის დამფუძნებელია მანანა ხვედელიძე.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოშვილს ფესტივალის დამფუძნებლისგან სააღდგომო ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერია“,– ნათქვამია ინფრომაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია