კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

15-16 ოქტომბერს, წინანდლის მამულში ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ოქტომბერი 2022

15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რიგით მეექვსე ფესტივალი – „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

რეგიონი მეექვსედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს. რომელსაც წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები.

კახეთს, 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელთან ერთად, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan) სტუმარ-მასპინძლებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება. წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.

პროგრამა:

15 ოქტომბერი

• 13.00 ღვინის დეგუსტაცია

• 15:00 ამფითეატრი – ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისის კონცერტი https://youtu.be/Y_RvfQrNhiE

• 20.00 ბოლრუმი – კაილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი https://youtu.be/WRRXKCF-NkY

22.00 ამფითეატრი – გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი” https://youtu.be/WsHY_4RW0_Y

16 ოქტომბერი

• 10:00 – DJ Machaidze

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://link.tbc.ge/Jazz-and-Wine

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია