კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ოქტომბერი 2022

საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

„გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი“
,-აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია