კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის რეგიონი ყველაზე მასშტაბურ – სტუმარმასპინძლობის ჰაკათონს მასპინძლობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2022

ახმეტის ინოვაციების ცენტრი, თელავის და გურჯაანის ტექნოპარკები მასშტაბურ პროექტს განახორციელებენ.

მასშტაბური პროექტი თელავში მიზნად ისახავს ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და სტუმარმასპინძლობის სექტორში ინტეგრირებას.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი მიიღებს 5000 ლარიან გრანტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან.

ჰაკათონი გაიმართება 10-11 დეკემბერს- ჯამში 36 საათის განმავლობაში. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდებისთვის, ასევე, ინდივიდუალური მონაწილეებისთვის მოცემულ ბმულზე:
https://bit.ly/3AY35sR

პროექტი ხორციელდება თელავის, გურჯაანის ტექნოპარკებისა და ახმეტის ინოვაციების ცენტრის ინიციატივით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია