კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

250 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც ერეკლე II-ის მეფობის დროს აშენებული გალავანი დააზიანა

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 დეკემბერი 2022

სიღნაღის ისტორიულ ციხე- გალავანთან მომხდარი ავარიისას, რომლის დროსაც ისტორიული თაღი განადგურდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატრანზიტო ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დააჯარიმა, საქმეზე კი ადმინისტრაციული წარმომება დაიწყო.

შემთხვევა სიღნაღი- ანაგის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა და შეჯახების შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე, სრულად დაინგრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, რომელიც ტრანზიტულ რეისს ასრულებდა, ლაგოდეხში, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე მოხვედრის ნაცვლად, სიღნაღში ჩავიდა.

შემთხვევის ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს, ნანგრევები კი, გზის სავალი ნაწილიდან გადაიტანეს.

თაღის აღდგენითი სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უშუალო ზედამხედველობით დაიგეგმება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე- გალავანი, 1762 წელს, მეფე ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებით აშენდა და მისი სიგრძე, დაახლოებით 4 კილომეტრია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია