კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელმა მოცურავეებმა 5 მედალი მოიპოვეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2022
ბათუმში რამდენიმე დღის წინ გაიმართა კადეტ მოცურავეთა ღია პირველობა, სადაც სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იღებდნენ მონაწილეობას. გურჯაანის სპორტული ჯგუფიდან სამი მოცურავე მონაწილეობდა და მედლები სამივემ მოიპოვა. ჯამში ნაკრები გურჯაანში 5 მედლით დაბრუნდა.


„მარიამ გეთიაშვილმა, 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში პირველ ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მარიამ გოგიაშვილმა სამი მედალი აიღო. მათგან ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. უფრო კონკრეტულად კი 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მე-3 ადგილზე გავიდა, 100 მეტრსა და 200 მეტრზე ზურგზე ცურვაში კი - მეორე ადგილები დაიკავა; მარიამ პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 50 მეტრზე ზურგზე ცურვაში,“ - ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, გურამ მამუკაშვილი.

ცურვაში მორიგი შეჯიბრი - საქართველოს პირველობა გაიმართება 3 და 4 დეკემბერს 2012-2013 წელს დაბადებულ გოგონებს შორის. 9-10 დეკემბერს კი ჩატარდება ტურნირი 2008-2009 წელს დაბადებულ გოგონებს შორის.





დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია