კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2021/2022 სასწავლოს წელს სკოლა 8 846-მა მოსწავლემ მიატოვა – საქსტატი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 დეკემბერი 2022

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6% გოგოა, ხოლო 57.4% – ბიჭი.

განახლებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მოსწავლე რიცხობრივად მე-10 კლასიდან გავიდა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა რომელთაც შეწყვიტეს სწავლა 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სქესის და კლასის მიხედვით.

ამასთან, 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5%-ით მეტია, ხოლო საბაზო განათლება – 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4%-ით ჩამორჩება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია