კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის ფერმის ლოკოკინა დეკემბრის ბოლოს იტალიაში გავა ექსპორტზე

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 დეკემბერი 2022

ლაგოდეხში ქართულ-იტალიური ინვესტიციით შექმნილი ლოკოკინების ფერმიდან პროდუქტი დეკემბრის ბოლოს იტალიაში გავა ექსპორტზე. ექსპორტს კომპანია „ჯიდიბიესი“ განახორციელებს.

ლაგოდეხში ლოკოკინების მოშენების ბიზნესში 100 000 ევრომდე ინვესტიციაა ჩაიდო. 2 ჰა-ზე გაშენებულ ფერმაში გაზაფხულისთვის 10-15 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ფერმაში ლოკოკინების მოვლა-პატრონობა და გაშენება იტალიური „ჩერასკოს“ მეთოდით ხდება.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ლაგოდეხში ლოკოკინების ფერმის გაშენება 2022 წლიდან, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ლოკოკინას ევროკავშირის ქვეყნებში გატანის შესაძლებლობა საქართველოსაც მიეცა.

როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში ლოკოკინაზე დიდი მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია