კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2023

27 დეკემბერს, თელავში მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული, გიორგი ბოჭორიძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ავარიაში დაშავებულ 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდას, თბილისში ბოკერიას სახელობის კლინიკაში, თითქმის ერთი თვის მანძილზე მკურნალობდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ავარიაში, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ახლო მეგობრები, ვალერი თათულაშვილი და შოთა ბოჭორიძე დაიღუპნენ.

მძიმედ დაშავებული გიორგი ბოჭორიძე სამკურნალოდ, ჯერ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი, თბილისში იყო გადაყვანილი, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ავარიაში გარდაცვლილი შოთი ბოჭორიძე, ქართულ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით, ბოჭორიძის მეგობრებმა, მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი შექმნეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია