კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მუნიციპალიტეტის, საბავშვო ბაღებს სათამაშოები, სპორტული ინვენტარი და ელექტროტექნიკა გადაეცა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, ელექტროტექნიკა და კვების ბლოკის მომსახურე პერსონალის უნიფორმა გადაეცა.

ნივთები საბავშვო ბაღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა კულტურის სამსახურისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

29 სახეობის განმავითარებელი სათამაშოს, სპორტული ინვენტარის, ტექნიკის და უნიფორმების შესაძენად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 72 160 ლარი გამოყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია