კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თესაუს პროფესორმა ევროკავშირის მობილობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 იანვარი 2023

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თამარ მიქელაძე კონკურსში გამარჯვებულ პროექტს, ნიდერლანდების სამეფოში, რადბაუდის უნივერსიტეტში განახორციელებს.

კვლევითი პროექტი უცხო ენის სწავლების მიმართულებით, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 50 საუკეთესო პროექტი 119 საპროექტო განაცხადს შორის შეირჩა. საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსი 2022 წლის საქტემბერში გამოცხადდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და (DAAD) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია