გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობა იწვის.
ოფისი, გურჯაანის აგრარულ ბაზართან ახლოს მდებარეობს, ამავე შენობაშია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობა, ხოლო მოპირდაპირედ, საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული.
შემთხვევის ადგილზე, სახანძრო- სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.