კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს, ₾5 მლნ-მდე ინვესტიციით, ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მარტი 2023

ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს, ₾5 მლნ-მდე ინვესტიციით, ახალი ტურისტული ობიექტი „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ გაიხსნა.

ობიექტი 21 კოტეჯს, 2 აუზს და რესტორანს მოიცავს და ერთდროულად 100 სტუმრის მიღება შეუძლია. ახალი ტურისტული სივრცის მოწყობა კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის სუბსიდირებით შეძლო.

ტურისტული ობიექტის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ კურორტს უნიკალურსა და მიმზიდველს მისი ადგილმდებარეობა ხდის, რადგან ის ლაგოდეხის ნაკრძალიდან 20 მეტრში მდებარეობს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეისთვის კომპანია 35 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ზაფხულის სეზონზე, როდესაც აუზებთან ბარი მოეწყობა, კადრების დამატება მოუწევთ.

კომპანია 2022 წლის 19 სექტემბერს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მმართველი დავით ვარძელაშვილია. როგორც ობიექტის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, ტურიზმში, განთავსების სფეროში ეს კომპანიის დამფუძნებლის პირველი ინვესტიციაა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია