მათე მამულაშვილი Flex-ის პროგრამის გამარჯვებულია. ის მომავალი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით ისწავლის.
ინფორმაციას თელავის მე-5 საჯარო სკოლა ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათემ დაამტკიცა, რომ სულაც არაა ერთი აკადემიური წლის გატარება ამერიკაში წარმოუდგენელი და მიუწვდომელი. მათივე თქმით, ის სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეა.
აღსანიშნავია, რომ მათე მამულაშვილი ასევე არის წარმატებული მოსწავლე, მხატვარი, მსახიობი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის კონკურსებში, პროექტებში, აქტივობებსა და ღონისძიებებში.